„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა შიმშილობა დაიწყეს. მოვაჭრეებმა, „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, კარვები გაშალეს.
მოვაჭრეებს “ბავშვთა სამყაროს” კომერციული დირექტორი გიორგი მაჭავარიანი შეხვდა, რომელმაც მათ ურჩია, დაელოდონ საბოლოო დასკვნას, რის შემდეგაც კონკრეტული ზარალის გაწერა მოხდება, რასაც დაზარალებული მოვაჭრეების  მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები