პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა

კათოლიკოს-პატრიარქმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
სახალხო დამცველის თქმით, ის დაინტერესებულია, გაიგოს მეტი ინფორმაცია, თუ რა მოხდა და იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება.
„ის ასევე საუბრობს, რომ აუცილებელია მაქსიმალურად დაწყნარდეს სიტუაცია, მღელვარება დაცხრეს და სიმართლე გაირკვეს“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი ბერლინიდან სამშობლოში 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ გუშინ დაბრუნდა. იგი გუშინვე მოინახულეს პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა. უწმინდესმა დეკანოზთან შეხვედრის სურვილი სწორედ სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები