ქეთევან ციხელაშვილი: ინფორმაცია, რომ მე 9 748 000 ლარის ქონების მფლობელი ვარ, სიცრუეა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მონიტორინგის ცენტრის „მედიატორი“ და სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს  ეხმაურება. მინისტრის განცხადებას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, „ახალი საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგები, სადაც მითითებულია, თითქოს ის 9 748 000 ლარის ქონების მფლობელია, არის სიცრუე.
„მსურს, გამოვეხმაურო მონიტორინგის ცენტრის „მედიატორი“ და სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, სადაც მითითებულია, რომ, თითქოს, მე 9 748 000 ლარის ქონების მფლობელი ვარ. ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ჩემი ოჯახის ქონება და შემოსავალი და გასავალი გამოქვეყნებულია ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში, რაც საჯარო ინფორმაციაა და ხელმისაწვდომია შესაბამის ვებგვერდზე. ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა და შესაბამისად, ქონებრივ დეკლარაციაში ასახული მონაცემები ახლოსაც არ დგას დღეს გამოქვეყნებულ ციფრთან. მოვითხოვ, აღნიშნულმა ორგანიზაციებმა განმარტონ, რის საფუძველზე გაავრცელეს არასწორი მონაცემი, ან საჯაროდ მოიხადონ ბოდიში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები