ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ორი ქართული ფილმის ჩვენება შედგება

15-26 მარტს, ნიუ-იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 46-ე გამოშვებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს,  ფესტივალი ტრადიციულად ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.
წელს კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა”.
ქართული ფილმების ჩვენება ნიუ-იორკისთანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები