პრემიერა – თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე
4 და 5 აპრილს, 18:00 საათზე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე პრემიერაა.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის, თეიმურაზ დვალის სადიპლომო სპექტაკლი – „ქურდების მეჯლისი” (ჟან ანუის კომედიის მიხედვით).
მონაწილეობენ: ნინო აბესალაშვილი, კობა ნასყიდაშვილი, ილია ზარდიაშვილი, ნუცა აბაშიძე, სანდრო ფოლოდაშვილი, მარიამ გაბაძე, გიორგი სირბილაძე, დაჩი ცაავა, ირაკლი ლომიძე, ბაჩი ბეგიაშვილი, მონიკა მუშკუდიანი.
