ქართული ფილმი „სხვისი სახლი” პრესის საერთაშორისო აკადემიის ჯილდოს – „სატელიტის” მფლობელი გახდა

ლოს-ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. საუკეთესო დებიუტისთვის კი “სატელიტი” ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის “სხვისი სახლი”. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.16832924_1638756639473653_200149400_o
როგორც „კვირას“ კინოცენტრში განუცხადეს, “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი-ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.
პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.
“სატელიტის” ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითველება. წლეულს, სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები, როგორიცაა: La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები