აბასთუმნის დედათა მონასტრის მძარცველები დააკავეს

  შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილების თანამშრომლებმა, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვლადიმერ ზ, 1975 წელს დაბადებული იური ო. და 1963 წელს დაბადებული სტეპან ა., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 23 იანვარს, გამთენიისას, ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრიდან 2 ცალი ანტიკვარული „სამოვარი“ და სხვადასხვა სახის მოვერცხლილი და მოოქროვილი ჭურჭელი მოიპარეს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ ჩააბარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები