ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე იყიდება

ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე იყიდება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტელეფონი ბერლინში, ჰიტლერის ბუნკერში 1945 წელს აღმოაჩინეს. მის უკანა მხარეს ჰიტლერის სახელი აწერია და ნაცისტური სიმბოლიკაა აღბეჭდილი.
ტელეფონი საბჭოთა ჯარისკაცებმა იპოვეს და სუვენირად ბრიტანელ გენერალს, რალფ რეინერს გადასცეს. ახლა ტელეფონს რეინერის შვილი ჰყიდის.
აუქციონი მერილენდის შტატის ქალაქ ჩესაპიკ სიტიში ჩატარდება. მისი ორგანიზატორები ტელეფონში 300 ათასი დოლარის მიღებას ვარაუდობენ.

 

_94720299_7789ee70-2ca2-4af4-8c74-ce8c92dcfddb

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები