პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი დახურა

პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი გაურკვეველი ვადით დახურა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სეხვან-შერიფში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად 74 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა.
ტერორისტული შეტევა სინდის პროვინციის ქალაქ სეხვან შერიფში მდებარე ერთ-ერთი ისტორიული ნაგებობის ტერიტორიაზე  ხუთშაბათს საღამოს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
პაკისტანის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ეს და წინა რამდენიმე ტერაქტი „ავღანეთის ტერიტორიაზე არსებულმა მტრულმა ძალებმა განახორციელეს“ და პაკისტანი საპასუხო ზომების მიღებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები