“არ შეიძლება, როცა დაინტერესებული მხარეები ხვდებიან და საუბრობენ” – გოგიჩაიშვილი გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბოს.
გოგიჩაიშვილმა შესაბამისი განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა და ყურადღება გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე გაამახვილა.
„ეს იყო კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, მოვუწოდებ პროკურატურას, ძალიან ხარისხიანად და სწრაფად დაიწყონ გამოძიება, რომ ყველანაირ კითხვას გაეცეს პასუხი. ფაქტია, შეხვედრა არის გენერალურ დირექტორსა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. მაშინ, როდესაც იურისპრუდენციაში ასეთი რამ არ შეიძლება, როდესაც დაინტერესებული მხარეები ერთმანეთს ხვდებიან და საუბრობენ. საუბარია კონკრეტულ თანხაზე და როდესაც ახვლედიანი აღარ არის მოსამართლე, ამ თანხის შესაბამისი ქონება ჩნდება მის ანგარიშზე. შესაბამისად, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები