არჩილ თალაკვაძე: არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, საქართველოს პატრიარქია

“ზოგიერთებმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ და ამავდროულად, დასძინა, რომ მას 13 თებერვალს არ უთქვამს, რომ პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, საქართველოს პატრიარქია.
მისი თქმით, თუ რა ტიპის დანაშაული მზადდებოდა და ვის წინააღმდეგ, ამას გამოძიება დაადგენს.
„სამწუხაროდ, გამოძიების დასრულებამდე, არაერთმა პოლიტიკურმა პირმა ოპოზიციიდან სცადა, რომ თვითონ შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სხვადასხვა ვერსია. ასევე სამწუხაროა, რომ ზოგიერთებმა ეს ამბავი გამოიყენეს ეკლესიაზე სრულმასშტაბიანი იერიშის მისატანად და ეკლესიის ავტორიტეტის შესაბღალად. 13 თებერვალსაც ვთქვი და დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, უნდა ვაცადოთ გამოძიებას, თავისი საქმე გააკეთოს. პრემიერის განცხადებაშიც ნათლად ჩანს იგივე პოზიცია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში შეუძლებელია, რომელიმე მედიამ წინასწარ დაადგინოს, გამოძიების დასრულებამდე, რა მოხდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები