უჩა ნანუაშვილი პროკურატურას მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და მხარეთა თანასწორობის პრინციპს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს და მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს.
“საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს. ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს”,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები