თემურ ჭკუასელი: გვარამიას მიერ დაანონსებულ მიტინგზე არავინ მივა

“საზოგადოებას გააზრებული აქვს, რომ ხელისუფლება არ ერჩის თავისუფალ მედიას”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თემურ ჭკუასელმა განცხადა.
თემურ ჭკუასელი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „რუსთავი-2“ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს.
„დღეს არავინ ერჩის თავისუფალ მედიას. გვარამიას განცხადებები მხოლოდ პროვოკაციის შემცველია და მის მიერ დაანონსებულ მიტინგზე არავინ მივა, ყოველ შემთხვევაში, ის მასა, რასაც თავად ელოდება, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ დღეს ხელისუფლება არ ერჩის თავისუფალ მედიას“, – განაცხადა თემურ ჭკუასელმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჭკუასელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თემასაც შეეხო და თვლის, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ რეფორმა გასატარებელი იყო. ჭკუასელს მიაჩნია, რომ ტელეკომპანიაში კვალიფიციური კადრი უნდა შეირჩეს, რაც მისი აზრით, დღეს დეფიციტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები