ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. პროცესი თითქმის 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ.
საქმე იმ ფარულ ჩანაწერებს ეხება, რომელიც ორი დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტებმა ავთენტურად ცნეს.
ნიკა გვარამიას გამოკითხვა სასამართლოში მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო გამოკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს, შს სამინისტრომ სასამართლოს ნიკა გვარამიას გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები