სუიციდი ბათუმში – 20 წლის გოგონა საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა

თვითმკვლელობის ფაქტი ბათუმში. 20 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა გორგილაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მოხდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, გოგონა მესამე კურსის სტუდენტი იყო. მათივე ვერსიით, მას ბიჭთან კამათი მოუვიდა. თითქოს დაუძახეს არ გადმომხტარიყო, მაგრამ მაინც გადმოხტა. თვითმხილველები ყვებიან, ახალგაზრდა გოგოს ხელში ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.
“კვირას” ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ბათუმელი არაა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები