ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, დაკავებული დეკანოზის ბინაში თბილისი-კიევის ავიაბილეთებიც იპოვეს

უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, მაღალი სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის გამო დაკავებული დეკანოზის ბინის ჩხრეკისას ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, თბილისი-კიევის ავიაბილეთებიც აღმოაჩინეს.
“ამ წუთას კონფედენციალურმა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომელიც საკმაოდ მნიშნვნელოვან დეტალს შეიცავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით. თბილიში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ჩხრეკისას ამოღებულ იქნა თბილისი-კიევის ავიაბილეთები. ალბათ გამოძიება გაარკვევს ვისთან ჩადიოდა მამალაძე კიევში”, – წერს მჟავანაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროებულ ვადებში, შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები