რატი იონათამიშვილი “რუსთავი 2”-ს პროკურატურის ბრიფინგის პარალელურად, მერიასთან აქციის გაშუქების გამო აკრიტიკებს

“ვამაყობ ჩვენი სამართალდამცველების და სპეცსამსახურების მუშაობით”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურის დღევანდელ განცხადებას.
იონათამიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბრიფინგის პარალელურად, მერიის აქციის გაშუქების გამო აკრიტიკებს.
„იცით ყველამ, რომ მედიაზე ან კარგს ვამბობ, ან არაფერს, მაგრამ ამას რომ არ გამოვეხმაურო, მგონია არ ვიქნები მართალი ჩემი სინდისის და საზოგადოების წინაშე. პირველ რიგში, ვამაყ16730848_1311146448929231_489755187_nობ ჩვენი სამართალდამცველების და სპეცსამსახურების მუშაობით. მათ ისეთი ტრაგედია აგვაცილეს თავიდან, ვერ ჩამოიშორებდა ჩვენი მომავალი თაობები ვერასდროს… დღეს, კიდევ ერთხელ, დავრწმუნდით ყველა, როგორ ემსახურებიან ისინი ჩვენს ქვეყანას და მათდამი მადლიერება ჩვენი მოვალეობაა.
მაშინ, როდესაც პროკურატურაში მიმდინარეობდა ბრიფინგი, რომელიც ეხებოდა ჩვენს ღირსებას, სახელმწიფოებრიობას და ცნობიერებას, “კურიერს” სურათი გაყოფილი ჰქონდა ორად. ერთ მხარეს ბრიფინგი გადმოიცემოდა და მეორე მხარეს მელიას “ძალად აქცია” მერიასთან. ეს ორი რამ ვისთვისაც ერთნაირი მნიშვნელობის არის და ერთნაირად ადარდებს, აღარ მინდა ჩემით ვთქვა, ვფიქრობ, რომ საზოგადოება თავად დაარქმევს სახელს ვინ ვინ არის”, – წერს რატი იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები