ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის არჩევის საკითხზე კომისიაში გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია
“ჯერ-ჯერობით უფლებამოსილებები რჩება ხელუხლებელი, ამ ეტაპზე მომდინარეობს ფორმულირებების დაზუსტება”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფში საკითხების შეჯერება ხდება. მისივე განმარტებით სამუშაო ჯგუფში ყველა თანხმდება, რომ ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო წყობაზე უნდა გადავიდეს.
„კომისიაში ამ ეტაპზე, ისევ მუშა პროცესია, პრეზიდენტის არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. არის საკითხები, რაც ჯერ გადაწყვეტილი არ არის. საუბარი იყო პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, რომ მას დაენიშნა ელჩი, თუმცა ეს მსჯელობის საგნად რჩება, ამ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას პრობლემა, თუ პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეთანხმდებიან, ქვეყანა შესაძლოა, დარჩეს ელჩის გარეშე, მაგრამ მე ეს არ მიმაჩნია სწორად, ასეც რომ იყოს და ქვეყანა ელჩის გარეშე დარჩეს მის მოვალეობას შეასრულებს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.