დავით მათიკაშვილი: ჩვენს ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა თუ საპრეზიდენტო
საპრეზიდენტო რესპუბლიკა საქართველომ უკვე გაიარა, სადაც ბევრი იურიდიული სიმახინჯეა დარჩენილი”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო წყობის შემთხვევაში, ქვეყანა უფრო რეალურად დგას ავტორიტარიზმის წინაშე, მათიკაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანამ გაიარა საპარლამენტო წყობის პრაქტიკა.
„საკონსტიტუციო კომისია განიხილავს პრეზიდენტის არჩევის საკითხსაც, თუმცა ჩვენ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რა სახის წყობა გვინდა. ქვეყანამ გამოსცადა საპრეზიდენტო წყობა და ბევრი ქვეყნის პრაქტიკიდანაც ჩანს, რომ ასეთი წყობის დროს „პუტჩის“ და ავტორიტარიზმის საფრთხე გაცილებით დიდია, საპარლამენტო წყობის ქვეყნებში კი ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ყველაფერი შეთანხმებისა და შეჯერების შედგეგ გადაწყდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე აღნიშნა, რომ დადებით ჭრილში უნდა განიხილოს პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანა, რადგან თავის დროზე, შეცდომა იყო და დაშვებული და ბიუჯეტს ორი შენობის შენახვა აზარალებს.