„მინდა, ჩემი ყველა ნამუშევარი საქართველოში ჩამოვიდეს“

თეატრის სიყვარულმა თეატრალური უნივერსიტეტის კართან მიიყვანა. მის დამთავრებას უმძიმესი 90-იანი წლები დაემთხვა. იძულებული გახდა, უცხო ქვეყანაში საარსებო წყაროს საძიებლად წასულიყო… შეცვალა პროფესია და ფიზიოთერაპია შეისწავლა…
მერე, ყოველდღიური რუტინისა და ერთფეროვნების შესამსუბუქებლად ტილო, ფუნჯი და რამდენიმე ფერი მიიტანა სახლში… მას შემდეგ გამოფენას გამოფენა მოჰყვა… – ნანა გოგოლაურის პერსონა.

10659431_559374744192504_3396255049067322030_n– ბავშვობის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი ხანაა, რეალური და ზღაპრული სამყარო ერთმანეთით არის გაჯერებული და სწორედ ამ დროს ყალიბდება ბავშვის სულიერი სამყარო.
5 წლის ვიყავი, როდესაც დიდებული ვასო გოძიაშვილისა და ელენე ყიფშიძის სპექტაკლი „ძველი ვოდევილები” ვნახე და რაღაც ძალიან დიდი აღმოვაჩინე – ეს იყო თეატრის ჯადოსნური სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგის ოჯახში ვიზრდებოდი და დედას ძალიან უნდოდა, მის გზას გავყოლოდი, ხელოვნებისა და თეატრის სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიმიყვანა.
– თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრეთ… მაშინ ჯერ არ ხატავდით…
 ინსტიტუტის დამთავრებას დაემთხვა ის ურთულესი პერიოდი, რომელიც 90- ანი წლების შემდეგ გავიარეთ, ამ დრო უკვე მყავდა ორი შვილი, აღარანაირი იმედი არ ჩანდა უკეთესობისკენ და მივხვდი, რომ მათ გადასარჩენად საჭრო იყო მსხვრპლის გაღება, მცირეწლოვანი შვილების მშობლებთან დატოვება და წასვლა სრულიად უცხო ქვეყანაში საარსებო წყაროს მოსაძიებლად.
საქართველოსთან სიახლოვის გამო ვამჯობინე თურქეთში წამოსვლა. პირველი რაც უნდა გამეკეთებინა, რეკორდული სისწრაფით ენის შესწავლა იყო, ქვეყნისა და მისი ტრადიციების გაცნობა, რათა ფეხი ამეწყო იმ ქვეყნის დინებისათვის, სადაც საარსებო წყარო უნდა მომეძიებინა.
ასე შევიცვალე პროფესია,  შევისწავლე ფიზიოთერაპია და უკვე დიდი ხანია ამ სპეციალობით ვმუშაობ. ბოლო სამი წელია, საშუალება მომეცა, ცოტა მეტი დრო დამეთმო ჩემი შინაგანი ბავშვისთვის, რომელსაც ყოველდღიური რუტინა და ერთფეროვნება ასე მობეზრებოდა და ერთ მშვენიერ დღეს სახლში ტილო, ფუნჯი და რამდენიმე საღებავი მოვიტანე იმ იმედით, რომ დავხატავდი რაიმე ფერადს, მზისფერს, ბროწეულის ყვავილისფერს…
– პირველი ნახატი…10620621_559384024191576_2491964323560325460_n
– ერთი კვირა ვუცქერდი საღებავებს და ტილოს და ხელის ხლებას ვერ ვბედავდი, რადგან ადრე არასოდეს დამიხატავს. ბოლოს და ბოლოს, გავბედე და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ტილო ფერებით შეივსო და აყვავებულ ხის ტოტებში მთვარემ გამოანათა.. ეს იყო ჩემი პირველი ნახატი. მას შემდეგ დავმეგობრდით მე და ფუნჯები. ამას მოჰყვა ჩემი დაინტერესება ხის ზედაპირი მხატვრული დამუშავების სფეროში. ეს არის უაღრესად საინტერესო საქმე,  რომელიც ყოველგვარ დაღლილობას მავიწყებს, საქმე, რომელიც უარყოფითი ემოციისაგან მიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, მაბედნიერებს, გამოფენები სტამბოლშიც მქონდა და კვლავ მეპატიჟებიან, მაგრამ მინდა, ჩემი ყველა ნამუშევარი საქართველოში ჩამოვიდეს, ქართველების სახლებში დაიდოს ბინა, საქართველოშიც მქონდა საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვა.
შარშან, ზაფხულში, არტგენის გამოფენაშიც ვმონაწილეობდი. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ვერ ვახერხებ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.
– ერთი დღე…
– ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ყოველთვის არა ჩვეულებრივია… სამუშაო საათების შემდეგ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები, იწყება ექსპერიმენტები, რომელიც ხან ტილოზე აისახება, ხან – ხის ზედაპირზე, ხანაც ნაწერებში… სიტყვათა სამყარო ისეთივე საინტერესოა ჩემთვის, როგორც ფერთა სამყარო.
– სტამბოლის ქართველობა…13322098_829294880533821_4716630986054734006_n
– როგორც მოგეხსენებათ, სტამბოლში საკმაოდ დიდი ქართული დიასპორაა, საკმაოდ ნიჭიერი და წარმატებული ხალხია „გურჯები”. წარმატებულნი არიან როგორც პოლიტიკურ სფეროში, ასევე ბიზნესსა და ხელოვნებაში, ამაყობენ თავისი წარმომავლობით, ინახავენ ენას, ტრადიციებს, კულტურას და შთამომავლობას გადასცემენ.
– ყველაზე დიდი პრობლემა…
– ჩემთვის ყველაზე დიდი სატკივარი უსაქართველოდ დარჩენილი ქართველები არიან, რომელთა გადინებაც ისევ გრძელდება და ბოლო არ უჩანს. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შვილებს შევუქმნა პირობები, რათა სამშობლოს დატოვება არ მოუწიოთ. დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემი ძმაც უახლოეს მომავალში დავუბრუნდეთ საქართველოს…
– თბილისი და დღევანდელობა…
– თბილისი ჩემი სიყვარული და, ამავე დროს, ტკივილიცაა, მინდა მოვლილსა და მშვენიერს ვხედავდე. ეს ქალაქი იმაზე ბევრად მეტ პატივისცემასა და ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე მას მივაგებთ, ჩვენი – ყველას ვალია მისი მოვლა, რაც, სამწუხაროდ, აკლია ამ ულამაზეს ქალაქს.
–  სტამბოლი…
– სტამბოლი საოცარი ქალაქია. ამ ქალაქში ერთროულად აზიაშიც ხარ და ევროპაშიც, მთაშიც და ზღვაზეც. საინტერესოა თავისი მრავალფეროვნებით… სტამბოლის ახსნა არ შეიძლება… ის უნდა ნახოთ.
– მაინც ახერხებთ სამშობლოში ჩამოსვლას, სიახლოვის გამო…14369860_884217361708239_497503654223916301_n
– ყოველი ახლში დაბრუნება ისეთივე მღელვარებაა, როგორც პირველად რომ დავბრუნდი. თვალებით ვეფერები ჩვენს ულამაზეს სამშობლოს, რამდენადაც მიხარია, იმდენად ვშფოთავ, რომ ისევ უნდა უკან წამოვიდე და ამ შფოთვანარევ სიხარულში დღეები ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მიფრინავს. მძულს ჩემი ბორბლებზე შემდგარი ჩანთა და ვოცნებობ იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს სადღაც შორს მოვისვრი და აღარ გავყვები მისი ბორბლების ხმაურს სახლიდან შორს.
– რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
–  ყველა ემიგრანტს ვუსურვებ, მალე დადგომოდეს ის დღე, როდესაც სახლში დაბრუნდება გაძლერებული. ვუსურვებ გამძლეობას, ჯანმრთელობას და იმ ღვაწლის დაფასებას, რაც მათ გასწიეს ოჯახების მიმართ.
– სამომავლო გეგმები…
– გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, რადგან მჯერა, ყველა ადამიანს შეუძლია, თავისი ბედი უკეთესობისკენ შეცვალოს… უახლოეს სამომავლო გეგმებზე თუ ვისაუბრებთ, მინდა კვლავ მოვაწყო საქველმოქმედო გამოფენა, ჭეშმარიტი სიხარული ხომ ის არის, როდესაც სხვებსაც სიხარულს ჩუქნი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

14233139_884217445041564_4936969700251275101_n

13335698_829287060534603_8571225812568253922_n
10710715_559380440858601_3625308509638767629_n

13335813_829299933866649_1463995610335922927_n

13336124_829273763869266_7301418498207720332_n
13407196_829268570536452_6336605524528356468_n

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები