ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი შეტაკებების შედეგად, პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. შვიდი პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ ტელეკომპანია “Al Mayadeen” იუწყება.
სააგენტო “როიტერის” ცნობით, საპროტესტო აქცია შიიტი მქადაგებლის, მუქთადა ას-სადრის მომხრეებმა მოაწყვეს. მათ ე.წ. მწვანე ზონაში შეღწევა სცადეს, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობები და სამთავრობო დაწესებულებები მდებარეობს. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.