გიორგი კვირიკაშვილი: დღეს საქართველო – აშშ-სთვის დიდი დღეა

დღეს საქართველო/აშშ-სთვის დიდი დღეა, – ამის შესახებ “ტვიტერში” საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.
ამასთან, პრემიერი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია, ვინც აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
„საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი მთავარი დიპლომატია რომელიც შეხვდა სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს. დღეს საქართველო/აშშ-სთვის დიდი დღეა“, – წერს საქართველოს პრემიერი.
ამასთან, ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ ვიდეოს და ინფორმაციას აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტილერსონი ჯანელიძეს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები