ინაშვილი „ნაციონალებს“: დაშანტაჟებული გყავდათ უამრავი პოლიტიკური ოპონენტი და ქართველი ხალხი აქციეთ ამ ფარული გადაღებების მძევლად

„საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს არა და ეს 80 000 ფაილი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა – ამ სიტყვებით “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.
ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მიმართავდნენ ფარულ მოსმენებს.
„საკუთარი პარტიის წევრებსაც იღებდით საძინებელ ოთახებში, მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს არა და ეს 80 000 ფაილი თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაგროვდა. ეს მასობრივი წამების ფორმაა. ასე გყავდათ დაშანტაჟებული უამრავი პოლიტიკური ოპონენტი და ქართველი ხალხი აქციეთ ამ ფარული გადაღებების მძევლად. ეს ტერორი უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ეჭვი არ მეპარება, რომ უმრავლესობის სულისკვეთება ამისკენ არის მიმართული. დერჟინსკის მეთოდები დღეს რომ გახსენდებათ ხოლმე, გახსენდებათ იმიტომ რომ დერჟინსკის მემკვიდრეები ხართ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის წარმომადგენლები. დერჟინსკის სულიერი შვილები ხართ და ყველა ის მეთოდი რაც დერჟინსკის ჰქონდა თავის დროზე, თქვენ დახვეწეთ, მოარგეთ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიას და ბატონი ადეიშვილის, სააკაშვილის და სხვა თქვენი თანამებრძოლების წყალობით ამას ახორციელებდით.დღეს გამოდიხართ და ჩვენ გვიხსნით, გესმით მთელი უბედურება რაშია? რომ თურმე რა ცუდია ეს უკანონო ფარული მოსმენები და თან ჭკუას გვასწავლით, რომ ჩვენ 9 წელი ბოლო თუ 10 წელი არ უნდა გავიხსენოთ. ჩვენი უფლებაა და ვალდებულებაა, რომ გავიხსენოთ კი არა ის 10 წელი, პასუხი ვაგებინოთ თქვენი პარტიის ლიდერებს, რომლებიც გააქცია ამ ქვეყნიდან “ქართულმა ოცნებამ” სხვათაშორის გაუხსნა კორიდორი და სააკაშვილიც გაატარეს ისე, რომ პასუხი არ უგია, ადეიშვილიც გაატარა სწორედ “ქართულმა ოცნებამ” და დაინდო ისინი, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ დავინდობთ და ქართველი ხალხი არ დაგინდობთ, ამის დრო აუცილებლად მოვა”,- მიმართა ირმა ინაშვილმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები