გოცირიძე უმრავლესობას: რუსთაველი მოკლა მანანა კობახიძემ თქვენი თამადობით

ვის შევჩივლოთ?! – რუსთაველი მოკლა მანანა კობახიძემ თქვენი თამადობით. სად გავასაჩივროთ?! – აღნიშნული განცხადებით ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
როგორც გოცირიძემ განაცხადა, მანანა კობახიძის წყალობით, საკონსტიტუციო სასამართლო ვერასდროს მიიღებს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონი შეაჩერა.
“პარლამენტი ამ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, რა თქმა უნდა, ინიცირებულ კანონპროექტს მიიღებს. ჩვენ დაგვეკარგა ბოლო შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ისეთივე გადაწყვეტილება მიიღოს, როგორც წინა კანონზე მიიღო. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სასამართლოში დაბანაკებული პირების მიერ განხორციელებული რევოლუციის შედეგად. ჩვენ რევოლუციონერი მოსამართლეები გვყოლია! საკონსტიტუციო სასამართლოში არჩეული მანანა კობახიძე კონტრრევოლუციას მოახდენს, გახსოვთ, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას რომ შეგეშალათ და ჰიმნის ნაცვლად ”შალახოს” უკრავდით. ახლა მობილურს ჩავრთავდი და აი, აქ იეთიმ გურჯს დავუკრავდი: რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია, ვის შევჩივლო – რუსთაველი მკვდარია! – მკვდარია საკონსტიტუციო სასამართლო. ვის შევჩივლოთ?! – რუსთაველი მოკლა მანანა კობახიძემ თქვენი თამადობით. სად გავასაჩივროთ?! – ახლა იეთიმ გურჯს მოვიტან და ვამღერებ აქ, მეორედ რომ მოვალ!”, – მიმართა „ქართული ოცნების“ წევრებს გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები