უმრავლესობის დეპუტატმა ოპოზიციას “იმედის” დარბევის ფაქტი გაახსენა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ოპონენტებს ტელეკომპანია “იმედის” დარბევის ფაქტი გაახსენა.
“თქვენ მოაწყვეთ ტერორისტული აქტი ტელეკომპანია “იმედში”. მერე დახურეთ, შემდეგ მიისაკუთრეთ და ამ ფონზე თქვენი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბატონი ალექსანდრე ლომაია ამბობდა, რომ ათასჯერ რომ მოგვიწიოს იგივეს გაკეთება ათასჯერ გავაკეთებთ. ამიტომ არ სჯერა ხალხს თქვენი. სხვათაშორის, თქვენ ალექსანდრე ლომაია გყავდათ საქართველოს წარმომადგენლად გაეროში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ოპოზიციის წარმომადგელნებმა მედიის თავისუფლების მოთხოვნით “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
დღესვე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ მედიის მხარდამჭერი ტრანსფარანტის გაკვრა სასესიო დარბაზში დააპირა, თუმცა მანდატურებმა ამის საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები