ეკა ბესელია: “ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო

“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ”ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა.
”საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად დამძიმებული იყო. სასამართლოს იმ შემადგენლობაზე, რომელიც გადაწვეტილებას აწერს ხელს, მერაბ ტურავას გარდა, მე ვთქვი, რომ ამზადებდნენ საკონსტიტუციო რევოლუციას. სამწუხაროდ, ეს იყო რეალობა. მე არ მაქვს იმ კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებისადმი ნდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შესრულდეს ეს გადაწყვეტილება – ჩვენი ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, როგორც მოცემულობას, ვიღებთ და ვცვლით ისე, როგორც ეს არის საერთო სტანდარტი ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.
სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები