ვასილ მაღლაფერიძე: მაუწყებელს პარლამენტის სესიების ტრანსლირება არ ევალება

„მაუწყებელს პარლამენტის სესიების ტრანსლირება არ ევალება“, – ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ვასილ მაღლაფერიძემ არასამთავრობოებთან შეხვედრის დროს ტელევიზიის ვალდებულებებსა და კრიტერიუმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დოკუმენტებში ჩახედვის შემდეგ გაირკვა, რომ მაუწყებელს სულაც არ ევალება პარლამენტიდან ტრანსლირება.
მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის ხელმძღვანელის, თიკო ბერძენიშვილის ინფორმაციით, არსებობდა მემორანდუმი, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა.
“როცა ჩავიხედეთ დოკუმენტებში, აღმოჩნდა, რომ პარლამენტიდან ტრანსლირება “საზოგადოებრივ მაუწყებელს” კანონით არ ევალება. იყო მემორანდუმი, რომელიც 2015 წელს დამთავრდა. მაუწყებელს ეს ტრანსლირება უჯდება არცთუ ისე პატარა თანხა. პლუს, ტექნიკა არა გვაქვს და ერთი მილიონის ტექნიკას, რომელიც ძალიან დაგვჭირდებოდა რეგიონებში, ვიყენებთ პარლამენტში”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, უნდა შეთანხმდნენ იმაზე, გადაიცემა თუ არა პარლამენტიდან პირდაპირი ეთერი და თუ გადაიცემა, კონკრეტულად რომელ პლატფორმაზე.
“თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ პარლამენტი გადაიცეს, მერე შევთანხმდებით იმაზე, თუ რომელ პლატფორმაზე გადაიცეს და როგორი იყოს. ზოგ ქვეყანაშ ეს ყველაფერი უკვე ციფრულია”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები