პარლამენტის თავმჯდომარე სასესიო დარბაზში ტრანსფარანტის გაკვრის აკრძალვის ფაქტს გამოეხმაურა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უმცირესობის წევრისთვის ტრანსფარანტის გაკვრის აკრძალვის ფაქტს გამოეხმაურა.
თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტი არ იძლევა გამოხატვის მსგავსი ფორმების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იქვე დასძინა, რომ ასეთი შემთხვევები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას.
“პირველ რიგში, ამ ფაქტს გამოვეხმაურები ძალიან მოკლედ. იყო თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩავრეულიყავი პროცესში და არ მიმეცა უმცირესობისთვის ამ შემთხვევაში, ტრანსფარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა მე განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა, არ მაქვს უფლება, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, რომ გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო. ერთ კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ, რომ სამწუხაროდ, ცოტა ხელს უწყობს გამოხატვის ასეთი ფორმები  კონფრონტაციული გარემოს, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებას, გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ დღესაც ვხედავთ და აქედან გამომდინარე, მე ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. შეიძლება ასეთი რამ განმეორდეს აქ წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან, სხვადასხვა ტიპის ტრანსფარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ასეთი გამოხატვის ფორმები რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია, რომელიც დღეს შემიძლია ამ კუთხით გავაჟღერო”, – განაცხადა კობახიძემ.
“არა მედიაზე ზეწოლას”- ასეთი ტრანსფარანტის გაკვრა დეპუტატ ელენე ხოშტარიას სასესიო დარბაზში სურდა, რისი უფლებაც მას მანდატურებმა არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები