ტუტანხამონის აკლდამაში ნეფერტიტის სამარხს ეძებენ

მეცნიერები ეგვიპტის ფარაონის ტუტანხამონის აკლდამაში ნეფერტიტის სამარხს ეძებენ. მკვლევარების აზრით, აკლდამაში საიდუმლო ოთახები არსებობს და ერთ-ერთ მათგანში, შესაძლოა, ლეგენდარული დედოფალია დასაფლავებული.
ნეფერტიტის სამარხის მოძებნის ყველა მცდელობა აქამდე უშედეგოდ სრუდლებოდა. ახლა პროცესში იტალიელი მეცნიერები ჩაერთვებიან, რომლებიც ბოლო თაობის რადარებით არიან აღჭურვილები. ამ მოწყობილობების საშუალებით 10 მეტრის სიღრმეში კლდის სკანირებაა შესაძლებელი.
გამოცემა Seeker-ის ინფორმაციით, სამუშაოები თებერვლის ბოლოს დაიწყება. ეს ნეფერტიტის სამარხის მოძებნის მესამე და ბოლო მცდელობა იქნება ბოლო 2 წლის განმავლობაში.
4
3
2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები