დავით რაქვიაშვილი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკენზი სმიტს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ეროვნული უშიშროების მდივნის, დავით რაქვიაშვილის დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს და ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვანო მაჭავარიანი, ასევე, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი კრის გოფი.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით რაქვიაშვილმა აღნიშნა,  “ბრიტანეთის უშიშროების საბჭოსთან ურთიერთობა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს კონსულტაციები თანამშრომლობის კომპლექსურ გეგმაზე, რომელიც ორი უწყების წარმომადგენელთა სამუშაო კონტაქტებისა და გამოცდილების გაზიარების გზით, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები