გიორგი კობერიძემ კახეთის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტის გამგებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებლებს შეხვდა და წყალმომარაგების კუთხით რეგიონებში არსებული პრობლემები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს და დეტალურად განიხილეს სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის ყველა ის პროექტი, რომელსაც თითოეულ მუნიციპალიტეტში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებენ.
შეხვედრაზე საუბარი  წყალმომარაგების ქსელების მოდერნიზაციისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებსაც შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები