გაერთიანებულ პროფკავშირებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა

გაერთიანებულ პროფკავშირებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც  მხარეებს შორის გაფორმებულ კოლექტიურ ხელშეკრულებაში აისახა.
პარტნიორობის ფარგლებში, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარე  ირაკლი პეტრიაშვილი, ამავე ორგანიზაციის რეგიონალური და დარგობრივი ხელმძღვანელები ეწვივნენ. სტუმრები უშუალოდ გაეცნენ ქარხნის სიახლეებს და  აქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდენენ.
“გადაიდგა შემხვედრი ნაბიჯი საწარმოს ხელმძღვანელობისგან, გადაიდგა ნაბიჯი პროფკავშირებისგან, ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს პარტნიორობაში”, -განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
კოლექტიური ხელშეკრულების მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება გამოვყოთ ხელფასების ინდექსირების მექანიზმი, ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად. ასევე, გაზრდილი დასვენების (შვებულების) დღეები, სადღესასწაულო და უქმე დღეებში მუშაობისას, განსხვავებული ანაზღაურების კოეფიციენტის დაწესება და ა.შ.
მოლაპარაკების პროცესი არ იყო ადვილი, თუმცა მხარეთა შორის პარტნიორული დამოკიდებულებით,  ყოველგვარი საპროტესტო აქციების და ზეწოლის გარეშე, შედეგი მიღწეულ იქნა.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული შეთანხმება უპრეცენდენტოა საქართველოში მოქმედ საწარმოთა შორის და “ჯორჯიან მანგანეზს” საკუთარი თანამშრომლების მიმართ  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობების სტანდარტებით გამოარჩევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები