არჩილ თალაკვაძე: არავინ დამკავშირებია, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრის ჩიხრაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დაკავშირებია.
როგორც თალაკვაძემ პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ უთხრა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებზე უარი.
„არ ვიცი. დღეს იქნება დებატები ამის შესახებ. მე არავინ დამკავშირებია. პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის თხოვნა არ ჰქონია. ბუნებრივია, არ არსებობს ასეთი ფორმატიც, უმრავლესობის წევრი შეხვდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტის ინსტიტუტი არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, პრეზიდენტი არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს უნდა შევხვდე და ვესაუბრო ამაზე. დღეს თქვენგან მოვისმინე, რომ ღამით დაურეკეს ფრაქციებს და ფრაქციებმა უარი უთხრეს პრეზიდენტს. ასეთი კომუნიკაციის ფორმა გაუგებარია ჩემთვის. თუ ამაზე იქნება მეტი კომენტარი გასაკეთებელი, გააკეთებენ ფრაქციების წარმომადგენლები,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გუშინ, გვიან ღამით, უმრავლესობამ უარი თქვა კონსულტაციებზე
ჩიხრაძის თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები