„მხატვრული მინის სფერო უნდა განვითარდეს, ეს იქნება დიდი წინსვლა ქართულ ხელოვნებაში“…

ხატვა სკოლის პერიოდში დაიწყო. თუმცა თავიდან გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რომ მას გაჰყვებოდა. მინის ფაკულტეტიც სტიქიურად აირჩია, ეძებდა  სასიამოვნო და საინტერესო პროფესიას… არჩევანში არ შემცდარა. ამბობს, რომ საჭირო კი არა, აუცილებელია ეს დარგი – ძალიან ლამაზია, პრაქტიკულია და დადებითი ვიზუალური მხარე აქვს.
თუკი განვითარდება მხატვრული მინის სფერო, მოხარული ვიქნები. ეს იქნება დიდი წინვლა ქართულ ხელოვნებაში. – ქეთევან ჭრელაშვილის პერსონა.

16700194_1218464621535869_747885267_n

– ძალიან ცელქი ვიყავი, და ალბათ ამით იყო  ბავშვობა გამორჩეული. ძალიან სპორტული ვიყავი, მრავალი მეგობარი მყავდა და ფაქტობრივად სულ ვმოძრაობდი. ძალიან მიყვარდა ეზო და ბავშვებთან ერთად თამაში.
ეს ჩემი ცხოვრებისეული ხაზია, მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და როდესაც არ ვურთიერთობ, ძალიან განვიცდი, მაკლია და ცუდად ვარ.
უფროსი ძმა მყავდა და ამიტომ, თავისთავად,  როდესაც გოგონას უფროსი ძმა ჰყავს, რაღაცნაირად იმის ზეგავლენის ქვეშ ექცევა და ისიც ყოველთვის უფრო ცელქი გამოდის.
არ მეზარებოდა ბაღში, სკოლაში სიარული, არ ვაცდენდი, თუ რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის მერჩია, ურთიერთობა მქონოდა ადამიანებთან, ვიდრე ჩაკეტილი ვყოფილიყავი. მიუხედავად ამისა, რომ დრო ყოველთვის მრჩებოდა, რომ ძალიან ბევრივიტრაჟი წიგნი მეკითხა. მაშინ სხვა პერიოდი იყო, ინტერნეტი, კინო ასე მასობრივი არ იყო… და რითაც შეიძლებოდა, ბავშვი ან ახალგაზრდა დატვირთულიყო, ძირითადად,  ეს იყო კითხვა.
უზომოდ  მიყვარდა ფრანგული კულტურა, მინდოდა ფრანგულის სწავლა, მაგრამ სკოლაში არ იყო ფრანგული ენა და ვერ მივყევი ჩემს ოცნებას, მაგრამ დღემდე მიყვარს ფრანგული კულტურა, მხატვრობა, მწერლობა… დღემდე მიყვარს დიუმა.
როდის დაიწყეთ ხატვა
– ხატვა სკოლის პერიოდში დავიწყე, კარგად გამომდიოდა ხელსაქმე, თუმცა ბავშვობიდან გადაწყვეტილი არ მქონდა,  მხატვარი გამოვსულიყავი.
კარგად მახსოვს, პირველად დავხატე ეკლესია, მთის ფონზე და ჩემი ნახატი საბავშვო ჟურნალში დაიბეჭდა.
 მე-100 სკოლა დაამთავრეთ...
– საკმაოდ ძლიერი სკოლა იყო, ძლიერი პედაგოგები გვასწავლიდნენ. არაჩვეულებრივი ფილოლოგები გვყავდა, ცოტა სპორტული სკოლაც იყო, სპორტშიც ვიყავი ჩაბმული, კალათბურთს ვთამაშობდი გუნდში, რაიონულ შეჯიბრებებზეც გავდიოდით.
  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ რატომ მაინცდამაინც დეკორატიულგამოყენებითი ხელოვნების, მხატვრული მინის ფაკულტე16668058_1218464818202516_633689696_oტზე?
– მინდოდა, რაღაც ძალიან სასიამოვნო მეჩუქებინა ჩემი თავისთვის. არ მინდოდა სამედიცინო, არ მინდოდა ისეთი სპეციალობები, რომლებიც პიროვნულ სიმძიმესთან იქნებოდა დაკავშირებული, მინდოდა უფრო სასიამოვნო პროფესიასთან მქონოდა შეხება, ჩემთვის კი ასეთი პროფესია იყო მხატვრობა. მინის ფაკულტეტი სტიქიურად ავირჩიე, სწავლა რომ დავიწყე, ძალიან მომეწონა, თანამედროვე, ახალი, შედარებით არატრადიციული იყო და მომეჩვენა, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა. ასეც აღმოჩნდა.
მინა ძალიან სპეციფიკურია, რთული ტექნოლოგია აქვს, ძალიან მკაცრად უნდა მიდევნება, დიდ თანხასთანაც არის დაკავშირებული. კუსტარულად რთულია მინის გაკეთება, დიდი შემოსავლის პატრონი უნდა იყო, რომ მასიური ნამუშევრები შექმნა. იმდენად დიდი თანხა  სჭირდება, რომ დღეს პირადი სიამოვნებისთვის ვერ შექმნი მინისგან ვერც დეკორაციულ ფიგურას და ვერც ვიტრაჟს.
 სტუდენტობამ რა შეგძინათ? ვინ შეგაყვარათ პროფესია?
– სტუდენტობამ შემძინა მეგობრები და  პროფესია. დღემდე ვმეგობრობ ჩემს ჯგუფელებთან და დღემდე მიყვარს ჩემი პროფესია.16651474_1218464874869177_1215731564_o
 სხვადასხვა ადგილას მუშაობდით მხატვარდიზაინერადრომელი იყო ნაყოფიერი პერიოდი თქვენთვის?
– ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი იყო მაშინ, როდესაც ვმუშაობდი გამოყენებითი ხელოვნების კომბინატში, ნაყოფიერი იყო იმიტომ, რომ წარმოება იყო, შუშის ქარხანა იყო. ყველაფერს ვაკეთებდით, რაც კი შეიძლებოდა, რომ გამოგვედნო შუშიდან და მიგვეღო მაქსიმალური შედეგი.
რამდენად საჭიროა დღეს მხატვრული მინის სპეციალობა? უფრო სწორად, რა პრობლემები აქვთ ამ საქმის სპეციალისტებს?
– მიმაჩნია, რომ დღეს უფრო აუცილებელია მხატვრული მინის სპეციალობა. ცხოვრების დონე იმდენად განვითარდა, მეტი თავისუფლებაა არჩევანში, თუნდაც არქიტექტურაში ან მხატვრობაში, დიზაინშიც… ფაქტობრივად, საჭირო კი არა, აუცილებელიც არის, რომ იყოს, – ძალიან ლამაზია, პრაქტიკულია და ვიზუალური მხარე აქვს დადებითი. დადებით ემოციას იწვევს, სადაც  უნდა იყოს, ბევრ ადგილას შეიძლება მინის ჩართვა, ეს შეიძლება იყოს დეკორაციული ფორმები, შეიძლება ექსტერიერშიც გამოიყენო და ასევე ინტერიერში.
სამწუხაროა, რომ სამშენებლო ბიზნესში ძალიან ვიწროდ უყურებენ მინის ხელოვნებას, შეიძლება არც იცნობენ ვიტრაჟს, მხატვრული მინის მიმდინარეობებს და უფრო ნაკლებად მიმართავენ ამის ჩართვას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზია.
ძირითადი პრობლემა ის16683313_1218464771535854_2035087931_nაა, რომ ტექნოლოგიური მხარე ძალიან რთულია, აუცილებელია მუდმივი დენი, მუდმივი გაზი და მასალა, და ასევე სპეციალისტები, ვინც კარგად იცის ეს საქმე. მხატვრებმა შეიძლება შექმნან ესკიზი, მაგრამ მათ აუცილებლად ხელოსნები სჭირდებათ.
ქარხანა დიდი ხანია აღარ არსებობს და ვერ აღადგინეს. მხოლოდ ვიწრო წრეში, პატარა სახელოსნოებში მცირე დოზით კეთდება. სამწუხაროდ, ეს ფართოდ არ გამოიფინება და ნაკლებად ხელმისაწვდომიცაა.
 გამორჩეულია თქვენი დეკორაციული ფორმებიფერადი მინა, ბროლი, კერამიკა, ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრებიყველაზე მეტად მაინც რომელი სფეროა თქვენთვის ნაყოფიერი?დეკორაცია
– როცა იყო ქარხანა და იყო  მუშაობის შესაძლებლობა, ყველაზე მეტად ბროლი და ფერადი მინდა იყო ნაყოფიერი, სასიამოვნოა სამუშაოა. როდესაც მუშაობ მასალაზე, შეიძლება ერთი ესკიზი გქონდეს და ამ დროს მუშაობის პროცესში სრულიად განსხვავებული ფორმა გამოვიდეს, ეს შემოქმედებითად ძალიან სასიამოვნოა და ძალიან ნაყოფიერია, როდესაც თვითონ მასალასთან გაქვს შეხება, მაგრამ, ამავე დროს, ძნელია, ასე მხოლოდ მონახაზით ხელმძღვანელობა.
მინის ქარხანაში ტექნიკური კონტროლის ინჟინერი და მხატვარი დიზაინერი ვიყავი, თითქმის ყველაფერის გაკეთება შემეძლო ამობერვის გარდა.
მუშაობის პროცესში ხელიც გამიჭრია, დამიწვია კიდევაც, მაგრამ როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს უკვე მეორეხარისხოვანია.
 გამორჩეულია თქვენი ვიტრაჟული კომპოზიციები
– ვცდილობ, თანამედროვე ვიტრაჟი შევქმნა,  თავიდან აუცილებელია ესკიზი დახატო,  ინტერიერში უნდა ჯდებოდეს. ვიტრაჟი არ არის პატარა ნივთი, რომელსაც კარადაში შეინახავ, აუცილებლად უნდა ჩანდეს მისი ვიზუალური მხარე.
არასდროს დამნანებია ნამუშევრის გაყიდვა. ეს ხელოვანმა უნდა გაითავისოს, ნამუშევარი ფართო მასებისთვის იქმნება, ესაა ხელოვნების მთელი სიდიადე.
 ხატვის გარდა რა გიტაცებთ?
– კითხვა დღემდე მიყვარს და ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ რამდენიმე წელია, მოგზაურობას ვეღარ ვახერხებ.
 ამჟამად სად მუშაობთ? რა პრობლემები გაქვთ, როგორც შემოქმედს?
– ამჟამად არსად არ ვმუშაობ, მხოლოდ – სახლში, სადაც მაქვს პატარა სახელოსნო.
ძალიან მინდა ისევ  შგოჩა ცრცვაძეეიქმნას ქარხანა.
არის საუბარი, რომ ხელოვნების კოლეჯი გაიხსნას თბილისში და აღორძინდეს ეს სპეციალობა, რომელიც ძალიან ლამაზი, თანამედროვე და სასიამოვნოა.  მრავალი კარგი მხატვარია, სწავლობენ, აკეთებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობები. თუკი იქნება საშუალება, რომ განვითარდეს მხატვრული მინის სფერო, მოხარული ვიქნები. ეს იქნება დიდი წინსვლა ქართულ ხელოვნებაში.
 ოჯახი, შვილები… მეუღლე ცნობილი მხატვარი და ხატმწერი გაიოზ (გოჩა) ცერცვაძე იყო…
მეუღლე აღარ მყავს, გარდაიცვალა, მხატვარი, გრაფიკოსი, ხატმწერი… სამი მხატვრული ფილმის მხატვარია, მრავალი გამოფენა ჰქონდა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთაც, მისი ნამუშევრები კერძო კოლექციებში ინახება და რაც მთავარია, თხუთმეტი ტაძარი მოხატა და ძალიან ბევრი ხატი დაწერა. სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.
უფროსი შვილი ბექა მშობლების კვალს გაჰყვა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამკაულისა და ლითონის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტი. მეორე შვილი – ლუკა სტუდენტია, მუშაობს.
 ყველაზე ბედნიერი დღე თქვენი ცხოვრებიდან
– ყველაზე ბედნიერი ჩემთვის, ისევე როგორც ყველა დედისთვის, შვილების დაბადება იყო.
ადამიანი ყოველდღე ბედნიერი უნდა იყოს… როცა დღე გითენდება, მზე ამოდის და ხედავ ამას, მაინც ბედნიერი უნდა იყო.

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები