ზურაბ ტყემალაძე: განსხვავებულმა აზრმა ქვეყანა ჩიხში არ უნდა შეიყვანოს
“დემოკრატია არ უნდა გულისხმობდეს აკვიატებულ აზრს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მრეწველთა პარტიის“ ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.
ტყემალაძე თვლის, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მოსმენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ორგანიზაციის არსებობის შესახებ პოზიტიური ნაბიჯია.
„ამ საკითხზე ძალიან ბევრად არის დამოკიდებული სახელმწიფო უსაფრთხოება, ეს ყველაფერი არის ოპერატიული ინფორმაციის და მასალების მოპოვებისთვის, რაც, პირველ რიგში, საჭიროა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება, 100% -ით ვერ ასცდეთ რაღაც გადახვევებს, მაგრამ ეს არის დადებითი ფაქტორი, რომ იქმნება დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც არ იქნება მიბმული საგამოძიებო ორგანოებთან, რახან წავიდა სახელისუფლებო შტოები ამ ორგანიზაციის შექმნაზე ,ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ. განსხვავებულმა აზრმა ქვეყანა არ უნდა შეიყვანოს ჩიხში, მე მხარს ვუჭერ ამას“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.