თამარ კორძაია: საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით უნდა ლაპარაკობდეს გენერალური დირექტორი

“საჭიროა საზოგადოებამ განმარტებები მოისმინოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორისგან”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ რეფორმის დაწყება კანონის დარღვევით არ უნდა ხდებოდეს. მისი აზრით, გეგმა, რომელიც არხის ხელმძღვანელობას „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით აქვს, ბუნდოვანია.
„საქართველო მოწყვეტილი არ არის სამყაროს და რაც აქ ხდება, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, ამიტომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობამ უფრო მკაფიო განცხადებები უნდა გააკეთოს, არ უნდა შეიქმნას ქაოტური ვითარება. საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით უნდა ლაპარაკობდეს გენერალური დირექტორი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები