რატი იონათამიშვილი: დემოკრატიული განვითარების პროცესი სრულიად შეუქცევადია

“ფარული მოსმენების სააგენტო იქნება დამოუკიდებელი, ხოლო კონტროლის მექანიზმები დახვეწილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხილვას. იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი სააგენტო, ასევე, კონტროლის მექანიზმები იქნება სრულად დახვეწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესები დემოკრატიული განვითარებისა არის სრულიად შეუქცევადი. ჩვენ საზოგადოებასთან მაქსიმალური დაახლოებით და  მისი ინტერესების გათვალისწინებით და ჩართულობით, ვიღებთ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები