პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

ე.წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, თავდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ისინი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არიან.
“თუკი ვინმე უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს, მზად ვართ, მოვუსმინოთ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად უზრუნველყოფს უკეთეს კანონს და დაცულ გარემოს”, – განაცხადა სოფო კილაძემ.
კომიტეტების გაერთიანების სხდომას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები