სოსო შატბერაშვილი: თუ აიკრძალება კოალიციების შექმნა, მაშინ ოპოზიციას მოესპობა უფლება

“თუ აიკრძალება კოალიციების შექმნა, მაშინ ოპოზიციას მოესპობა უფლება, ებრძოლოს ქვეყნისთვის მიუღებელ რეჟიმს”, – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა, სოსო შატბერაშვილმა განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შატბერაშვილი ბლოკების გაუქმებას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ბლოკების გაუქმება ხელს შეუშლის დემოკრატიული პროცესის განვითარებას. მისი აზრით, სააკაშვილის რეჟიმი სწორედ გაერთიანებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაამარცხეს.
„თუ ჩვენ გავაუქმებთ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას, მივიღებთ დიქტატურას, რაც ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ჩვენთან არ არის დიქტატურა, მაგრამ არ უნდ გადავდგათ ნაბიჯები ამ კუთხით. თავის დროზე, სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად, საჭირო გახდა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. ჩვენ არ ვიცით, ქვეყანაში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, საჭირო გახდეს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება, ბლოკების გაუქმების შემთხვევაში კი, ეს ვერ მოხერხდება“, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები