ზურაბ აბაშიძე პარლამენტში მისასვლელად მზად არის

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პარლამენტში მისასვლელად და გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებზე სასაუბროდ მზად არის.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს.
ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ქუთაისში ეს შენობა მამაჩემის სახელობის ქუჩაზეა განთავსებული. ასე რომ, თუ გადაწყდება, სიამოვნებით მივალ. არანაირი პრობლემა არ არის, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. რასაც ჟურნალისტებთან ვყვები, იქაც იმასვე მოვყვები. შეიძლება უფრო დეტალურად“, -განაცხადა აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ აბაშიძის პარლამენტში მისვლასა და გრიგორი კარასინთან შეხვედრის დეტალებზე საუბარს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები