მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო. როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, 9-10 თებერვალს, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე, სენატორებსა და კონგრესმენებთან.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან, ასევე, შეხვდება პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გაიმართება მინისტრის შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის, მინისტრი შეხვდება აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბობ კორკერს, ასევე, სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს, ტედ ქოქრანს. მათივე ცნობით, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები