ზურაბ აბაშიძე: კარასინთან დიალოგის შემდეგ საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 850 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა

“რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან დიალოგის შემდეგ, საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 850 მლნ. დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
აბაშიძე პრაღიდან დღეს, გამთენიისას დაბრუნდა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე მთავარ საკითხად, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, 2016 წლის შედეგები და 2017 წლის პერსპექტივები განიხილეს.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსმა კოლეგამ გია ცერცვაძის საკითხზეც ისაუბრა, თუმცა მათი მოლაპარაკებების ფორმატი აღნიშნული თემის განხილვას არ მოიცავს.
პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა კარასინს განუმარტა, რომ ქართული კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისათვის გადაცემას კრძალავს.
მოლაპარაკებებზე განხილვის მთავარი საკითხი იყო ასევე საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შეთანხმება. ქართული მხარე ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულებას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები