გიორგი აბაშიშვილისთვის გაუგებარია რატომ არ მოხდა პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარება

როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირები საუბრობენ, რომ თურმე, შესაძლებელი იყო გაეზიარებინათ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში წარმოდგენილი მთელი რიგი წინადადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა კონსულტაციებში მონაწილეობა, მათ უნდა მიეღოთ მონაწილეობა კონსულტაციებში და მივიღებდით უკეთეს კანონმდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ვეტოსთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის შემდეგ გააკეთა.
მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არ გაურბოდნენ დისკუსიებს.
„გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას, რომელიც ძირითადში, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს ემყარებოდა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები