პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა სასამართლო რეფორმების მესამე ტალღასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უმრავლესობამ არ გაიზიარა და  ვეტო 97 ხმით დაძლია, წინააღმდეგი კი 18 იყო.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარუდგინა.
ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება.

16651873_10154410451779779_1938609626_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები