7 თებერვალს თბილისს ხარისხიანი წყალი მიეწოდება
თბილისის მოსახლეობისთვის 2017 წლის 7 თებერვალს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს სრულად შეესაბამება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი დღეს, დედაქალაქში „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებულ პარამეტრებს მთლიანად აკმაყოფილებს.