აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, შეხვედრაზე საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს მიღწეული შეთანხმების ამოქმედების საკითხზე იმსჯელებენ.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში განმარტავს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, თუმცა რუსეთის მხრიდან სათანადო პროცედურები არ დასრულებულა, რის გამოც დოკუმენტის იმპლემენტაცია ვერ ხერხდება.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საუბარი ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და ექსპორტ-იმპორტის საკითხებს შეეხება.

„ჯერ კიდევ დარჩა რამდენიმე საკითხი შესათანხმებელი. ჩვენ მათ ვაჩქარებთ და მოვითხოვთ მუშაობას. ქართულმა მხარემ უნდა გააფორმოს კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანიასთან, ანალოგიური კონტრაქტი რუსულმა მხარემ შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა გააფორმოს. შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები