იტალიელი, რომელმაც საყვარელი მამაკაცი მოკლა, ინგლისის ციხეში გარდაიცვალა
იტალიელი სტეფანი ბრიცი, რომელმაც თავისი საყვარელი მამაკაცი მოკლა და მისი ცხედრის დანაწევრებას ცდილობდა, ინგლისის ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ 51 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მისი სიკვდილის მიზეზი უცნობია.
ბელმარშის ციხე, სადაც პატიმარი გარდაიცვალა, ლონდონის შემოგარენში მდებარეობს. იქ განსაკუთრებით საშიში პატიმრები იხდიან სასჯელს.
ბრიციმ, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა, 59 წლის პარტნიორი, გორდონ სემპლი მოკლა და მისი ცხედრის დანაწევრება სცადა. სასამართლოზე ბრიციმ დანაშაული აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.