პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა. ფარული კენჭისყრის შედეგებით, კობახიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 11-მა წევრმა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
მანანა კობახიძის კანდიდატურას მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმაც დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საპარლამენტო უმცირესობას.
”ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გავეცი პასუხი. ეს პასუხები შესაძლოა, ოპოზიციისთვის იყო მისაღები ან მიუღებელი. როგორი კანდიდატიც არ უნდა წარედგინა ”ქართულ ოცნებას”, არც ერთს არ დაუჭერდა მხარს ოპოზიცია. არც ველოდებოდი ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერას, უბრალოდ, მსურდა მათ კითხვებზე გამეცა პასუხი. დანარჩენი უკვე არის მომავლის საქმე, როდესაც საზოგადოება დაინახავს, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის რანგში”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები