ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელებმა ნიკა გვარამიას ხელშეკრულება უნდა გაუუქმონ

უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, არხის მფლობელებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა განცხადება უნდა გააკეთონ. ქანთარიასთვის საინტერესოა, თუ ტელევიზია ყარამანიშვილების არის, რატომ აჩერებენ ტელევიზიაში ნიკა გვარამიას, რომელიც დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერში არხის ერთ-ერთ მფლობელს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
დეპუტატის თქმით, პირველ ეტაპზე, აუცილებელია ამ ჩანაწერის ავთენტურობა დაზუსტდეს, თუმცა უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ხმა ნიკა გვარამიას ეკუთვნის.
„ხმა, რა თქმა უნდა, მისია, თუმცა ავთენტურობა უნდა დაზუსტდეს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცმა, ნოემბრიდან დაწყებული, თავისი ბიოგრაფია ისე წაიყვანა, რომ საკუთარი პიროვნების დეგრადირება მოახდინა.
თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ ტელევიზია ყარამანიშვილების არის, რატომ აჩერებენ ისინი ასეთი უზნეო, დეგრადირებულ პიროვნებას.
თუ ტელევიზია მათია და მხოლოდ სახელებით არ ფიგურირებენ და მათაც აქვთ გარკვეული პრეტენზია ტელევიზიაზე, მაშინ მათ უნდა გააკეთონ განცხადება, გაუუქმონ ნიკა გვარამიას ხელშეკრულება და მოიყვანონ ადამიანი, რომელიც იქნება კრიტიკული, მაგრამ ამავე დროს, ჯანმრთელი. გვარამია, სამწუხაროდ, მიდის იქამდე, რომ მისი ადგილი საბოლოოდ ციხეში კი არა, ცირკში ან ცირკთან იქნება. ცუდია, რომ ამას ვამბობ, მაგრამ მისი რეალური სახე ასეთად იკვეთება“, – აცხადებს ალექსანდრე ქანთარია.
უკრაინული გამოცემა “უკრაინული რევოლუცია” საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი. საუბარში ნიკა გვარამია არხის მფლობელის გვარს ახსენებს და მას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები