გოგა ხაინდრავა: მამუკა ახვლედიანს ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას შეფასებით, „რუსთავი 2“-ის გენერალური  დირექტორის, ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ფარული ჩანაწერის შინაარსი მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობის მიზნით შექმნილი სქემის კიდევ ერთი დასტურია.
მისი თქმით, ამასვე ემსახურებოდა საქალაქო სასამართლო ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას საუბარი.
როგორც ხაინდრავამ „კვირას“ განუცხადა, მამუკა ახვლედიანს, რომელსაც იმჟამად საქალაქო თავმჯდომარის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა, ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა.
თვითაღიარებების კასკადი მიდის და როგორც ყოველთვის, დღესაც  ვიხილეთ ბოროტმოქმედების გამართლების მცდელობა, მათ შორის, გაურკვეველი წარმომავლობის ექსპერტების, ასევე,  „ნაციონალური მოძრაობის“ მენშევიკური და ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლების მხრიდან. ისინი კვალის არევას ცდილობენ, თუმცა ამაოდ. სახეზეა ცალსახა კორუფციული სქემა, პროკურატურამ ეს უნდა შეისწავლოს საფუძვლიანად.
მამუკა ახვლედიანი არის კორუფციონერი და  მე ვფიქრობ, რომ ამის დადგენას არაფერი არ უნდა. იმ დოკუმენტაციით, რომელიც უკვე გამომზეურებულია და რომელშიც  პარლამენტის ყოფილი წევრი ვახტანგ ბალავაძეც ფიგურირებს, სახეზე გვაქვს  ფულის გათეთრების ფაქტი. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანს, მას ყველაზე მეტად ხელეწიფებოდა მოსამართლეებზე, მათ შორის, „რუსთავი2“ -ის საქმის მოსამართლეებზე გავლენის მოხდენა, იმიტომ, რომ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. მას დიდი გავლენა ჰქონდა სასამართლო სისტემაზე, დიდი კავშირები  და ნაცნობობაც.
ასე რომ, რამდენიც არ უნდა იჭიკჭიკონ სამადაშვილმა და სხვა ადამიანებმა, იმის დაფარვას,  რასაც ადგილი ჰონდა, ვერ მოახერხებენ.  ეს კორუფციული სქემა, როგორც ჩანს, საკმაოდ ღრმაა და ის შემუშავდა  როგორც კიევში, ასევე თბილისში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები